იენს სტოლტენბერგის ინტერვიუ

„რუსეთის ქმედებების საპასუხოდ, ჩვენ ვთხოვეთ ჩვენს სამხედრო მეთაურებს შემოგთავაზონ ვარიანტები, რასაც ჩვენ ვუწოდებთ გადატვირთვას, ნატო-ს გრძელვადიან ადაპტაციას“ – ამის შესახებ ალიანსის გენერალურმა მდივანმა განაცხადა. სტოლტენბერგის თქმით, რუსეთის აგრესიის შესაკავებლად, ნატო-ს აღმოსავლეთ საზღვრებზე სამხედრო ძალების მუდმივი განთავსება იგეგმება. ნატო არის ყველაზე წარმატებული ალიანსი ისტორიაში ორი მიზეზის გამო: პირველ რიგში, ჩვენ შევძელით ევროპისა და ჩრდილოეთ ამერიკის გაერთიანება. მეორეც, ჩვენ შევძელით შეცვლა, როდესაც სამყარო შეიცვალა“ – თქვა სტოლტენბერგმა. ჩრდილო ატლანტიკური ალიანსის ხელმძღვანელი შეშფოთებას გამოთქვამს, რომ რუსეთი და ჩინეთი სულ უფრო ხშირად მუშაობენ ერთად. მისივე განაცხადებით, ნატო-ს 2010 წლის სტრატეგიაში ჩინეთი ნახსენები საერთოდ არ არის, რაც ასევე შეიცვლება, რადგან ჩინეთის მზარდ საფრთხეს ყურადღება უნდა მიექცეს.