იენს სტოლტენბერგის განცხადება

„ნატო-ს წევრი ქვეყნები უკრაინას უწევენ სამხედრო და ეკონომიკურ მხარდაჭერას, ხელს უწყობენ მის ბრძოლას და უზრუნველყოფენ, რომ ის გამოიყენებს თავის თავდაცვის უფლებას“ – ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა თურქულ მედიასთან ინტერვიუში განაცხადა. იენს სტოლტენბერგი შეეხო რუსეთის მიერ ბირთვული იარაღის გამოყენების მუქარასაც და აღნიშნა, რომ ეს მუქარა არ უნდა შესრულდეს. მარცვლეულის დერეფნის შეთანხმებაში, ნატო-ს გენერალურმა მდივანმა თურქეთისა და უშუალოდ ერდოღანის შუამავლობის როლს გაუსვა ხაზი.