იენს სტოლტენბერგის განცხადება

ნატო-ს გენერალური მდივნის მხარდამჭერი გზავნილი საქართველოს. იენს სტოლტენბერგმა ბერლინში საგარეო პოლიტიკის ფორუმზე განაცხადა, რომ მნიშვნელოვანია, გაძლიერდეს პოლიტიკური პარტნიორობა, თანამშრომლობა და დიალოგი იმ ქვეყნებთან, რომლებიც რუსეთის შეჭრის მიმართ მოწყვლადები არიან, მისი თქმით, ერთ-ერთი საქართველოა.

ალიანსის გენერალურმა მდივანმა რეფორმების განხორციელებაში თანამშრომლობის აუცილებლობასაც გაუსვა ხაზი. მისი განცხადებით, საქართველო ნატო-ს მჭიდრო პარტნიორია.