იენს სტოლტენბერგის განცხადება

ნატო-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი რუსეთს ზაპოროჟიეს ატომური სადგურის ტერიტორიიდან ძალების გაყვანისკენ მოუწოდებს, როგორც სტოლტენბერგმა კოსოვოს პრემიერ-მინისტრთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ზაპოროჟიეს სადგურზე შექმნილი სიტუაცია, ამჟამად ერთ-ერთ ყველაზე მწვავე საშიშროებას წარმოადგენს. მან მოუწოდა რუსეთს შეწყვიტოს ატომური სადგურის ტერიტორიის უკრაინული ძალების წინააღმდეგ სამხედრო თავდასხმების განხორციელებისთვის პლატფორმად გამოყენება.