იენს სტოლტენბერგის განცხადება

ნატო უახლოეს კვირებში უკრაინაში ომის კიდევ უფრო გამწვავებას ელის. უკრაინული მედიის ცნობით, ამის შესახებ ალიანსის გენმდივანმა, გაზეთ Welt am Sonntag-თან ინტერვიუში განაცხადა. როგორც მედია წერს, სტოლტენბერგმა უკრაინისთვის იარაღის მიწოდების გაგრძელებას მხარი დაუჭირა.

„გრძელვადიან პერსპექტივაში უკრაინა ვერ დაიცავს თავს მხოლოდ საბჭოთა პერიოდის იარაღით, არამედ უნდა გადავიდეს თანამედროვე დასავლურ იარაღზე“, – აღნიშნა სტოლტენბერგმა. მან გააფრთხილა რუსეთის ფედერაცია უკრაინაში ბირთვული იარაღის გამოყენებასთან დაკავშირებით. მისი თქმით, „ატომური ომის მოგება შეუძლებელია და ის არ უნდა იყოს წარმოებული, მათ შორის რუსეთის მიერ“.

ნატო-ს გენერალურმა მდივანმა ასევე აღნიშნა, რომ ორგანიზაცია არ ფლობს რაიმე მონაცემებს, რომელიც მიუთითებს, რომ პუტინის მუქარის მიუხედავად, რუსეთის ატომური არსენალი მზადყოფნის უმაღლეს დონეზეა აყვანილი.