იენს სტოლტენბერგის განცხადება

ნატო-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი აცხადებს, რომ რუსეთი, შესაძლოა, უკრაინაში ქიმიური იარაღის გამოყენებას გეგმავდეს. მისი თქმით, ამგვარი ნაბიჯი ომის დანაშაული იქნება. „ბოლო დღეებში ჩვენ გვესმის აბსურდული განცხადებები ქიმიური და ბიოლოგიური იარაღის ლაბორატორიების შესახებ“, – განაცხადა ნატო-ს გენერალურმა მდივანმა და აღნიშნა, რომ კრემლი ქმნის ყალბ საბაბს, რათა გაამართლოს ის, რისი ახსნაც შეუძლებელია.
„ახლა, როდესაც ეს ყალბი განცხადებები გაკეთდა, ჩვენ სიფრთხილე უნდა შევინარჩუნოთ, რადგან შესაძლებელია, რომ რუსეთი თავად გეგმავდეს ქიმიური იარაღის გამოყენებით ოპერაციებს, ამ სიცრუის ფაბრიკაციის ქვეშ“, – განაცხადა სტოლტენბერგმა.