იენს სტოლტენბერგი ფინეთში ჩავიდა

18:17, 12.06.2022

ნატო-ს გენერალური მდივანი ფინეთში იმყოფება, სადაც ქვეყნის პრეზიდენტს საულ ნიინისტოს შეხვდა. იენს სტოლტენბერგი ფინეთის პრეზიდენტის საზაფხულო რეზიდენციაში მიიწვიეს, მან საულ ნიინისტოსთან ფინეთის ნატო-ში გაწევრიანების საკითხები და თურქეთის მიერ წამოყენებული პირობები, ასევე უკრაინაში რუსეთის აგრესია და მისი შედეგები განიხილა. ხვალ ნატო-ს გენერალური მდივანი შვედეთს ესტუმრება და ქვეყნის პრემიერთან გამართავს შეხვედრას.

მსგავსი