„იბერია 1999“ ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე გავიდა
ჩემპიონთა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის განმეორებითი შეხვედრა „იბერია 1999“-სა და ესტონეთის „ფლორას“ შორის ფრედ 2:2 დასრულდა. პირველ მატჩში „იბერია 1999“-მა სტუმრად „ფლორა“ 3:2 დაამარცხა. ორი მატჩის ჯამში კი ქართულმა გუნდმა გამარჯვება ანგარიშით 5:4 მოიპოვა და პირველი ეტაპი გადალახა.
„იბერია 1999“ ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე ბრატისლავის „სლოვანს“ 21 ივლისს, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე შეხვდება.