ჰუმანიტარული მდგომარეობა მარიუპოლში

12:13, 14.06.2022

მარიუპოლში შექმნილ მძიმე ჰუმანიტარულ მდგომარეობაზე საუბრობს და საერთაშორისო პარტნიორებს ადგილობრივი მოსახლეობის ევაკუაციისთვის მწვანე დერეფნის შექმნას სთხოვს ქალაქის მერი, ვადიმ ბოიჩენკო. ამის შესახებ მან საერთაშორისო მედიაცენტრთან ისაუბრა. მერის მონაცემებით, ამჟამად მარიუპოლში დაახლოებით 100 ათასი ადგილობრივია დარჩენილი. მისი ინფორმაციით, ქალაქში არ მუშაობს კანალიზაცია, არ ხდება ნარჩენების გატანა, არ არის სასმელი წყალი, რის გამოც, არსებობს ინფექციური დაავადებების გავრცელების საშიშროება.

 

მსგავსი