ჰუმანიტარული დახმარება უკრაინელებისთვის

საქართველოს პრემიერის გადაწყვეტილებით, უკრაინელი ხალხისთვის ჰუმანიტარული დახმარების გაწევის მიზნით, უკრაინაში გენერატორები გაიგზავნება. აღნიშნული საკითხის უმოკლეს ვადებში შესრულება, გენერატორების შესყიდვა ეკონომიკის სამინისტროს დაევალა.

როგორც მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა განაცხადა, ომის დაწყების დღიდან, საქართველოს მთავრობა საკუთარი შესაძლებლობების ფარგლებში არასოდეს აკლებდა ყურადღებას უკრაინელ მეგობრებს. მისი თქმით, პირველი დეკემბრის მდგომარეობით, მხარდაჭერა რაც სახელმწიფომ უკრაინის მოქალაქეებს გაუწია, დაახლოებით 32 მილიონ ლარს შეადგენს.