ჰუმანიტარული დახმარება უკრაინას საქართველოდან

პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, რეგიონის სახელმწიფო რწმუნებულებისა და მთავრობის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის ჩართულობით, მთელი საქართველოს მასშტაბით, უკრაინელი ხალხის დასახმარებლად მეორე ეტაპზე შეგროვილი ტვირთი უკრაინაში უახლოეს დღეებში გაიგზავნება. რეგიონის 12-ვე მუნიციპალიტეტში მერიების სარეზერვო ფონდებიდან გამოყოფილი თანხით, სამედიცინო აღჭურვილობა, მედიკამენტები, ასევე ჟანგბადის კონცენტრატორები და ჰუმანიტარული დახმარების სხვა საგნების შეიძინეს. გარდა ამისა, რეგიონის მასშტაბით შეგროვდა არამალფუჭებადი პროდუქტები, ჰიგიენური საშუალებები, ტკბილეული და ტანსაცმელი.

ჰუმანიტარული ტვირთი სამეგრელო-ზემო სვანეთისა და გურიის რეგიონებიდან კი ფოთში შეგროვდა, საიდანაც საქართველოს ფოსტის დახმარებით უკრაინაში გაიგზავნება. ამ შემთხვევაშიც ძირითადი პროდუქტები მუნიციპალიტეტების მერიების სარეზერვო ფონდიდან, ასევე საჯარო მოხელეების, მოქალაქეებისა და ბიზნესსექტორის შემოწირულებებით შეისყიდეს. აქვე შეგახსენებთ, რომ რამდენიმე კვირის წინ გაიგზავნა ტვირთი აღმოსავლეთ საქართველოდანაც.

დატოვე კომენტარი