ჰორმუზის სრუტეზე გადაადგილების ნებართვა
ჰორმუზის სრუტე მეტწილად ჩაკეტილი რჩება, თუმცა, ზოგიერთი ქვეყნის შემთხვევაში გამონაკლისი არსებობს. ირანმა ერაყის რამდენიმე ნავთობ-ტანკერს ჰორმუზის სრუტის გავლით გადაადგილების ნებართვა მისცა. შესაბამისი თხოვნით ბაღდადმა თეირანს სხვადასხვა არხის მეშვეობით არაერთხელ მიმართა. ირკვევა, რომ ერაყული ტანკერებისთვის სპეციალური ნებართვის მიღება ბაღდადის ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა იყო ირანის პარლამენტის სპიკერის ერაყში ვიზიტის დროს.
როგორც ერაყის პრეზიდენტმა განაცხადა, ბოლო დღეებში ირანმა ხელი შეუწყო ერაყული ნავთობის გადამზიდავი გემების ჰორმუზის სრუტეში გავლას.
ერაყი იმ ქვეყნებს შორისაა, რომლებიც ირანის მიერ ჰორმუზის სრუტის ფაქტობრივად ჩაკეტვამ ყველაზე მეტად დააზარალა. ომის დაწყებამდე ერაყი დღეში დაახლოებით ოთხ მილიონ ბარელ ნავთობს აწარმოებდა.