„ჰორმუზის სრუტე“ – ტრამპის განცხადება
დონალდ ტრამპი ირწმუნება, რომ შეერთებული შტატები „ჰორმუზის სრუტეს“ „საკმაოდ მალე“ გახსნის. შტატების ლიდერის თქმით, ირანს სრუტის გადაკეტვის საშუალებას არ მისცემს, რადგან ის საერთაშორისო წყლებია. ამასთან, ტრამპის განცხადებით, მისი მთავარი მოთხოვნაა, რომ ირანს ბირთვული იარაღი არ ჰქონდეს. რეჟიმის შეცვლა კი, ტრამპის თქმით, უკვე განხორციელდა. ჟურნალისტის კითხვაზე, გათვალისწინებული აქვს თუ არა ტრამპს სარეზერვო გეგმა მოლაპარაკებების ჩაშლის შემთხვევაში, შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ასეთი გეგმის საჭიროება უარყო.