ჰონკონგის ხელისუფლებამ სადავო კანონპროექტის განხილვა გაურკვეველი ვადით შეაჩერა

ჰონკონგის ხელისუფლება დათმობაზე წავიდა და დამნაშავეების ჩინეთში ექსტრადირების შესახებ სადავო კანონპროექტის განხილვა გაურკვეველი ვადით შეაჩერა. მიუხედავად ამისა, ხვალ დაგეგმილი აქცია მაინც ჩატარდება, რადგან ოპოზიცია და უფლებადამცველი ორგანიზაციები აცხადებენ, რომ მათი მოთხოვნა არა განხილვის გადადება, არამედ კანონპროექტის გამოწვევა იყო. ოპოზიცია ხელისუფლების ლიდერის გადადგომასაც ითხოვს.