ჰონგ-კონგში დაღუპულებს გლოვობენ
ჰონკონგში ხანძრის შედეგად დაღუპულებს გლოვობენ. 150 ადამიანი ამ დრომდე დაკარგულად ითვლება. ძლიერმა ხანძარმა შვიდი მაღალსართულიანი კორპუსი სრულად გაანადგურა, დაკავებულია 11 პირი, მათ შორის იმ კომპანიის თანამშრომლები, რომლებიც კორპუსებში სარეაბილიტაციო სამუშაოებს ახორციელებდნენ. გამოძიებამ დაადგინა, რომ ადგილზე გამართულად არც სახანძრო სიგნალიზაცია მუშაობდა. სამაშველო სამუშაოები ამ დროისთვის დასრულებულია, თუმცა, პოლიცია არ გამორიცხავს, რომ გარდაცვლილთა რაოდენობა კიდევ გაიზარდოს.