ჰელსინკის საერთაშორისო ტურისტული გამოფენა

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ფინეთში, ჰელსინკის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაში მონაწილეობს. ნორდიკულ ქვეყნებში უდიდეს ტურისტულ გამოფენაზე საქართველო წარმოდგენილია სპეციალური ტურისტული სტენდით. გამოფენაში კი ათამდე სახელმწიფო და კერძო კომპანია მონაწილეობს. სტუმრებს საშუალება აქვთ, საქართველოს ტურისტულ პროდუქტებს გაეცნონ და ინფორმაცია მიიღონ ქვეყნის ტურისტული მიმართულებების შესახებ.

ქართული კომპანიები კი B2B-ის ფორმატის ფარგლებში მოლაპარაკებებს მართავენ უცხოელ კოლეგებთან თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით. ოთხდღიან ტურისტულ გამოფენაში 80-ზე მეტი ქვეყნის 1000 ტურისტული კომპანია და ორგანიზაცია მონაწილეობს და მას 65 ათასამდე ვიზიტორი ჰყავს.