„ჰამრუნ სპარტანსი“ - „დინამო თბილისი“ საქართველოს პირველ არხზე

„დინამო თბილისი“ კონფერენსლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე მალტურ ჰამრუნ სპარტანს დაუპირისპირდება. შეხვედრა ქალაქ ლა-ვალეტაში, „ტაქაალის“ ეროვნულ სტადიონზე გაიმართება. საქართველოს ჩემპიონი  ლა-ვალეტაში 21 ფეხბურთელის შემადგენლობით ჩავიდა. თბილისურ კლუბს ვერ დაეხმარებიან ტრავმირებული თორნიკე კირკიტაძე და მუსა სანგარე, ასევე 18 წლის გაბრიელ სიგუა, რომელიც კარიერას შვეიცარიულ „ბაზელში“ გააგრძელებს. „ჰამრუნ სპარტანსის“ და „დინამო თბილისის“ მატჩი თბილისის დროით 22 საათზე დაიწყება. შეხვედრის პირდაპირ ტელერეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.