„ჰამასმა“ ოთხი მძევალი გაათავისუფლა
„ჰამასმა“ ოთხი ისრაელელი მძევალი „წითელი ჯვრის“ წარმომადგენლებს გადასცა. ოთხივე მათგანი ქალი სამხედროა, რომლებიც 19 იანვარს ძალაში შესული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ფარგლებში, პალესტინელ პატიმრებში უნდა გაიცვალოს. „ჰამასი“ 200 პალესტინელს დაიბრუნებს, რომელთაგან 121-ს სამუდამო პატიმრობა ჰქონდა მისჯილი. მათი ნაწილი, ეგვიპტის გავლით, მეზობელ ქვეყნებში იქნება დეპორტირებული. 16 პალესტინელი – ღაზაში, დანარჩენები კი დასავლეთ სანაპიროსა და აღმოსავლეთ იერუსალიმში დაბრუნდებიან.
როგორც „ბიბისი“ წერს, უახლოეს მომავალში „ჰამასი“ ასევე გამოაქვეყნებს ინფორმაციას დარჩენილი 26 მძევლის შესახებაც, რომლებსაც ეტაპობრივად, მომდევნო ხუთი კვირის ვადაში გაათავისუფლებენ.