„ჰამასსა“ და ისრაელს შორის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ამოქმედებიდან ერთი კვირა გავიდა. ამ დროის განმავლობაში „ჰამასმა“ შვიდი მძევალი გაათავისუფლა, მათ შორის ოთხი დღეს. ოთხივე მათგანი ქალი სამხედროა, რომლებიც 2023 წლის 7 ოქტომბრის შემდეგ, ტყვეობაში იმყოფებოდნენ. სანაცვლოდ, „ჰამასი“ ჯამში 200-ს პალესტინელს დაიბრუნებს, რომელთაგან 121-ს სამუდამო პატიმრობა ჰქონდა მისჯილი. მათი ნაწილი, ეგვიპტის გავლით, მეზობელ ქვეყნებში იქნება დეპორტირებული.
16 პალესტინელი – ღაზაში, დანარჩენები კი დასავლეთ სანაპიროსა და აღმოსავლეთ იერუსალიმში დაბრუნდებიან. გავრცელებული ინფორმაციით, უახლოეს მომავალში „ჰამასი“ ასევე გამოაქვეყნებს ინფორმაციას დარჩენილი 26 მძევლის შესახებაც, რომლებსაც ეტაპობრივად, მომდევნო ხუთი კვირის ვადაში გაათავისუფლებს.
სალომე თორაძე დეტალებით.