ისრაელმა პალესტინელი პატიმრების გათავისუფლება დაიწყო – 38-მა ავტობუსმა უკვე გადაკვეთა ღაზის საზღვარი. შეთანხმების ფარგლებში, ისრაელმა სულ ტერორიზმში ბრალდებული და სამუდამო პატიმრობა მისჯილი 250 პალესტინელი პატიმარი გაათავისუფლა, მათი ნაწილის საზღვარგარეთ დეპორტაცია მოხდება, ხოლო 88 იერუსალიმში, სახლში დაბრუნდება.
გათავისუფლებული პატიმრებით დატვირთული ავტობუსები უკვე რამალაში იმყოფებიან. პატიმრების გარდა, ისრაელი ასევე ათავისუფლებს ღაზაში დაკავებულ 1718 პირს, რომელთა შორისაც 22 ბავშვია.
სამშვიდობო შეთანხმების ფარგლებში, ისრაელმა უკვე დაიბრუნა „ჰამასის“ მიერ 2023 წლის 7 ოქტომბერს გატაცებული 20 მძევალი. ისინი ორ ეტაპად გაათავისუფლეს, პირველ ნაკადში შვიდი გატაცებული გაუშვეს, მეორე ეტაპზე კი 13 მძევალი გადაეცა წითელ ჯვარს. ახლა ყველა მათგანი უკვე ისრაელის ტერიტორიაზე იმყოფება და ოჯახის წევრებს ხვდებიან. სამი მათგანი, სამხედრო ვერტმფრენით, საავადმყოფოში გადაჰყავთ. რაც შეეხება „ჰამასის“ ტყვეობაში დარჩენილ 28 გარდაცვლილის ცხედარს, მათი გადაცემა ისრაელის მხარესთვის მოგვიანებით მოხდება.