„ჰამასმა“ ისრაელს 20 მძევალი გადასცა
„ჰამასმა“ ისრაელს 20 მძევალი გადასცა. დაჯგუფებამ მძევლები ორ ეტაპად გაათავისუფლა. ამ წუთებში დარჩენილი 13 პირის საკუთარ ოჯახებში დაბრუნება ხდება. პროცესში მონაწილეობს წითელი ჯვრის საერთაშორისო ორგანიზაცია. რამდენიმე წუთის წინ ისრაელში ჩავიდა დონალდ ტრამპიც, რომელსც აეროპორტში ბენიამინ ნეთანიაჰუ დახვდა. სწორედ მის მიერ წარდგენილი 20-პუნქტიანი სამშვიდობო გეგმის ფარგლებში მიაღწიეს მხარეებმა შეთანხმებას.
თემის დეტალებით თიკა მიგინეიშვილი.