„ჰამასის“ თავდასხმა - საომარი მდგომარეობა ისრაელში

საომარი მდგომარეობა გამოცხადდა ისრაელში, სადაც „ჰამასმა“ დღეს დილით მასშტაბური თავდასხმა განახორციელა. ასობით მებრძოლი ქვეყნის ტერიტორიაზე შეიჭრა და იერიში მიიტანა დასახლებებსა და სამხედრო ობიექტებზე. დაღუპულია ისრაელის 100-ზე მეტი მოქალაქე და დაშავებულია 1 000-ზე მეტი, რაოდენობა ყოველ წუთს იცვლება.

საპასუხოდ ისრაელმა ავიაიერიში დაიწყო ღაზაზე, სადაც გავრცელებული ინფორმაციით, დაღუპულია 200 და დაშავდა 1 600-ზე მეტი ადამიანი. დაპირისპირება ქვეყნის სამხრეთით ამ დრომდე გრძელდება.

ისრაელზე ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური თავდასხმის ქრონიკა, სალომე თორაძის რეპორტაჟში.