ჰააგის სასამართლოს გადაწყვეტილება და შეფასებები

ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილება 2008 წლის აგვისტოს ომზე, პოლიტიკური განხილვისა და შეფასებების ერთ-ერთი მთავარი თემაა. მიუხედავად იმისა, რომ ყველა მხარე ამ გადაწყვეტილებაზე ამბობს, რომ ჰააგის სასამართლომ დაადგინა ჭეშმარიტება რუსული აგრესიის შესახებ, ურთიერთბრალდებები ისმის სხვადასხვა პარტიების მხრიდან.

ოპოზიციის ნაწილი ამბობს, რომ „ქართული ოცნება“ ცდილობდა წინა ხელისუფლების დადანაშაულებას ომის დაწყებაში და ახლაც არ აქვთ გეგმა, როგორ უნდა იმოქმედონ ამ მიმართულებით, მათ შორის იძულებით გადაადგილებული პირების კომპენსაციის კუთხით. მმართველ გუნდში კი ამბობენ, რომ ჰააგის სასამართლოში მტკიცებულებების დიდი ნაწილი და პროცესის სწორი მიმართულებით წარმართვა სწორედ მათი ჩართულობით მოხდა.