გზავნილები მიწისქვეშა თავშესაფრიდან

უკრაინაში ომის დაწყებიდან დღემდე, 120-მდე ბავშვია დაღუპული, თუმცა ამერიკული მედია წერს, რომ ეს მხოლოდ აღრიცხული მსხვერპლია და შესაძლოა, გარდაცვლილი ბავშვების რაოდენობა მეტი იყოს. უკრაინა მის ტერიტორიაზე რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ ჩადენილ ომის დანაშაულზე საუბრობს. ომმა ყველაზე მოწყვლადი ჯგუფები გამორჩეულად დააზარალა, რომლებიც ამ წუთებშიც საომარი მოქმედებების გამო მიწისქვეშა თავშესაფარში იმყოფებიან. მათ მედიკამენტების მარაგი ეწურებათ.

„მოამბე“ ამ ადამიანებს დაუკავშირდა. გზავნილი უკრაინის მიწისქვეშა თავშესაფრიდან ქეთი თუთბერიძის სიუჟეტში.

მოამბე