გურამ გაბისკირიას სახელობის თასი

გურამ გაბისკირიას სახელობის თასის მფლობელი „დინამოს“ აკადემიაა. საქართველოს ფეხბურთის ფედერაციისა და ქართული ფეხბურთის განვითარების ფონდის დაფინანსებით, აფხაზეთის ფეხბურთის ფედერაციამ გურამ გაბისკირიას სახელობის ტურნირი  ჩაატარა. გათამაშებაში 2007-2008 წლებში დაბადებულთა ათი გუნდი ასპარეზობდა. ტურნირის ფინალი თბილისის „დინამოს“ აკადემიის მოედანზე გაიმართა, სადაც „დინამო“ „ვიტ ჯორჯიას“ დაუპირისპირდა და დაძაბულ შეხვედრაში ანგარიშით 2:1 დაამარცხა.

საქართველოს ეროვნული გმირის, საფეხბურთო კლუბი სოხუმის „ცხუმის“ პირველი პრეზიდენტის, აფხაზეთში გმირულად დაღუპული გურამ გაბისკირიას სახელობის თასის გათამაშება აფხაზეთის ფეხბურთის ფედერაციამ პირველად 2018 წელს ჩაატარა. ორგანიზატორებმა ტურნირის საუკეთესო მოთამაშეები ინდივიდუალური პრიზებით დააჯილდოვეს.

დატოვე კომენტარი