გურამ დადიანიძის გაუჩინარების საქმე – საგამოძიებო ღონისძიებები მლეთაში
12 წლის წინ გაუჩინარებულ გურამ დადიანიძის საქმეზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. მლეთაში ლომისის სალოცავის მიმდებარედ ტერიტორია შემოსაზღვრულია, სალოცავზე დროებით არავის უშვებენ. ადგილზე შინაგან საქმეთა სამინისტროს 50-ზე მეტი თანამშრომელი სკანერებითა და დრონებით მუშაობენ. საგამოძიებო მოქმედებებს ესწრება დაკარგული არასრულწლოვნის დედაც.
რა ხდება ლომისის მთის ასასვლელთან, ბელა ზაქაიძე გვეტყვის, რომელიც მლეთაში იმყოფება.