გურამ ჩალაგაშვილის განცხადება

პარტია „გამარჯვებული საქართველოს“ წევრი გურამ ჩალაგაშვილი არ გამორიცხავს, რომ მის წინააღმდეგ, მისივე განცხადებების გამო, სისხლის სამართლის საქმე აღიძრას.

ჩალაგაშვილი გუშინ გვიან ღამით სასამართლოში მისივე მოთხოვნით, მაგისტრატი მოსამართლის თანდასწრებით გამოიკითხა. ის ამბობს, რომ  გამოკითხვა მის მიერ იმ პოლიციელებზე გაკეთებულ განცხადებებს ეხებოდა, რომლებიც ირაკლი ოქრუაშვილის დაცვის წევრის დაკავების პროცესში მონაწილეობდნენ.

ჩალაგაშვილი რამდენიმე სამართალდამცველზე აცხადებდა, რომ მათ მტკიცებულებების ფალსიფიცირება მოახდინეს და კოშაძეს იარაღი ჩაუდეს. კობა კოშაძე ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების მუხლითაა დაკავებული.