გუდაურში მომხდარი მკვლელობის საქმე და ახალი ვიდეოკადრები

გუდაურში მომხდარი მკვლელობის საქმე და ახალი ვიდეოკადრები. ბრალდებულ მერაბ კობიაშვილის ადვოკატი კიდევ ერთი გარე კამერის ჩანაწერს ასაჯაროებს. მისი განცხადებით, აღნიშნული მასალით მტკიცდება, რომ ბრალდებულმა პირველად გამაფრთხილებელი გასროლა მოახდინა, მომდევნო გასროლები კი მასზე მორიგი თავდასხმის დროს მოხდა.

ინტერესების დამცველი ამბობს, რომ კობიაშვილი აუცილებელი მოგერიების ფარგლებში მოქმედებდა.