გუდაურში მომხდარი მკვლელობის საქმე 

გუდაურში მომხდარი მკვლელობის საქმე. გარდაცვლილ თამაზ გორთამაშვილის ოჯახი და ადვოკატები ახალ მტკიცებულებებზე საუბრობენ. მათ ვიდეომასალა წარადგინეს, სადაც, ინტერესების დამცველის თქმით, მომხდარი შემთხვევის დეტალებია ასახული.

აღნიშნულს ეხმაურება მერაბ კობიაშვილის ადვოკატიც. ტარიელ კაკაბაძის თქმით, დაზარალებული მხარე მთავარ ვიდეოჩანაწერს არ ასაჯაროვებს, სადაც დასტურდება, რომ ბრალდებული მერაბ კობიაშვილი აუცილებელი მოგერიების მდგომარეობაში მოქმედებდა და მასზე თავდასხმა მკვლელობამდე არაერთხელ განხორციელდა.

დატოვე კომენტარი