გუდაურში მკვლელობისა და დაჭრის ფაქტზე პოლიციამ ერთი პირი დააკავა

12:45, 17.02.2020

გუდაურში მკვლელობისა და დაჭრის ფაქტზე პოლიციამ ერთი პირი დააკავა. ის განზრახ მკვლელობის ბრალდებით ცხელ კვალზე აიყვანეს. გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულმა, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, 1992  წელს დაბადებულ პირს იარაღით ჭრილობები მიაყენა, რის შედეგადაც ახალგაზრდა მამაკაცი შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.

მკვლელობა გუშინ გამთენიისას მოხდა. დაჭრილია ასევე ერთი მამაკაცი.

მსგავსი