გუდაური სნოუბორდში ევროპის თასს მასპინძლობს

დღეს გუდაურში, საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის ეგიდით, ევროპის თასის ეტაპზე სნოუბორდში გამარჯვებულები გამოვლინდნენ. პირველი საშეჯიბრო დღე სლალომს დაეთმო და მედლების ორი კომპლექტი გათამაშდა.

კაცთა შორის გამარჯვება რუსმა მონაწილემ მოიპოვა, ქალებში კი პირველობა შვეიცარიელმა ლარისა გასერმა არავის დაუთმო. ხვალ სპორტსმენები გიგანტურ სლალომში შეეჯიბრებიან.

შეგახსენებთ, რომ საქართველო 2023 წელს ბაკურიანში გასამართი მსოფლიო ჩემპიონატისთვის ემზადება და წლევანდელი ევროპის თასის ეტაპიც ამ სამზადისის ფარგლებში იმართება.