გრიგოლ ლილუაშვილის სასამართლო პროცესი
გრიგოლ ლილუაშვილის საქმის არსებითი განხილვა გრძელდება. დღეს ბრალდების მხარის მოწმეები დაიკითხნენ. ადვოკატის ინფორმაციით, ლილუაშვილის ბრალდებასთან დაკავშირებით, მათ პირდაპირი ჩვენებები არ მიუციათ. პროკურორის თქმით, მოწმეები კონკრეტულ დანაშაულებრივ სქემებზე ფლობდნენ ინფორმაციას.
შეგახსენებთ, გრიგოლ ლილუაშვილი 23 დეკემბერს დააკავეს. მას წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღება ედება ბრალად, რაც 11-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ბრალდებული დანაშაულს არ აღიარებს.