გრიგოლ ლილუაშვილის სასამართლო პროცესი
თბილისის საქალაქო სასამართლოში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი უფროსის, გრიგოლ ლილუაშვილის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. სხდომაზე მტკიცებულებათა დასაშვებობაზე მსჯელობენ. ლილუაშვილის უფლებადამცველის თქმით, საქმე სასამართლოს არსებითად განსახილველად არ უნდა გადაეცეს, რათა საქმეში არ არსებობს მტკიცებულება, რაც ლილუაშვილის ბრალს დაამტკიცებს. სუს-ის ყოფილ უფროსს განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების ბრალდებით ედავებიან, რაც 11-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.