გრიგოლ ლილუაშვილის სასამართლო პროცესი
გრიგოლ ლილუაშვილის საქმის განხილვა გრძელდება. დღევანდელ პროცესზე დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი ვიდეომტკიცებულებები გამოიკვლიეს. ადვოკატებმა სხვადასხვა არხზე გასული რეპორტაჟები წარმოადგინეს, მათ შორის, რომეო მიქაუტაძის სასამართლოზე გაკეთებული განცხადებები. ლილუაშვილის ინტერესების დამცველების ცნობით, მიქაუტაძის ჩვენება სიმართლეს არ შეესაბამება.
პროკურორის განცხადებით, საქმეზე წარდგენილი მტკიცებულებებით დასტურდება, რომ გრიგოლ ლილუაშვილმა მისთვის წარდგენილი დანაშაული ჩაიდინა. ბრალდებას გამამტყუნებელი განაჩენის მოლოდინი აქვს. პროცესი უკვე დასკვნით ეტაპზეა და საქმეზე გადაწყვეტილება თვის ბოლომდე უნდა გამოცხადდეს.
გამოძიება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილ უფროსს წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღებას ედავება, რაც 11-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.