გრიგოლ ლილუაშვილის ადვოკატის განცხადება
ლევან ახობაძის დაკავებისა და საქმეში გრიგოლ ლილუაშვილის სახელის გაჟღერების შემდეგ, პირველ არხთან კომენტარი გააკეთა ლილუაშვილის ადვოკატმა. ლანა ცერცვაძის განცხადებით, სამართლებრივი არგუმენტებით ის არ ელოდება, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი უფროსის, გრიგოლ ლილუაშვილის მიმართ რაიმე ფორმით ბრალის დამატება მოხდება.