გრანდიოზული საკრივო შოუ რუსთავში
რუსთავის სპორტის სასახლეში გრანდიოზული საკრივო შოუ იმართება. პროფესიული კრივის რინგზე სადებიუტო ბრძოლას მშობლიურ ქალაქში გამართავს ოლიმპიური პრიზიორი ლაშა გურული. ქართველის მეტოქე ექვსრაუნდიან ბრძოლაში დაუმარცხებელი, განელი მოკრივე ბერნარდ აბეი იქნება. ამასთან, მორიგ რვარაუნდიან სარეიტინგო ბრძოლას გამართავს მსოფლიო ქამრის მომავალი პრეტენდენტი, დაუმარცხებელი ირაკლი მელიქიშვილი. მისი მოწინააღმდეგე სამხრეთ აფრიკელი პროფესიონალი მოკრივე იქნება. საკრივო შოუ საქართველოს პროფესიული კრივის კავშირის ორგანიზებით იმართება.