გრანდიოზული საკრივო შოუ რუსთავში

რუსთავის სპორტის სასახლეში საკრივო შოუ გაიმართა. პროფესიულ კრივის რინგზე სადებიუტო ბრძოლა მშობლიურ ქალაქში ოლიმპიურმა პრიზიორმა ლაშა გურულმა ჩაატარა. ქართველმა განელი მოკრივე ბერნარდ აბეი დაამარცხა და პროფესიულ კრივში პირველი გამარჯვება მოიპოვა.

რვარაუნდიან სარეიტინგო ბრძოლაში წარმატებას მიაღწია მსოფლიო ქამრის მომავალმა პრეტენდენტმა, ირაკლი მელიქიშვილმაც. რუსთავის სპორტის სასახლეში ასევე გამარჯვებები იზეიმეს ლაშა კერესელიძემ და გიორგი ჭიღლაძემ. საკრივო შოუ საქართველოს პროფესიული კრივის კავშირის ორგანიზებით გაიმართა და მისი მხარდამჭერი რუსთავის მერია და საქართველოს სპორტის სამინისტრო იყო.