გოგა ხაინდრავას განცხადება

15:20, 11.03.2026

გოგა ხაინდრავა ტელეკომპანია „ფორმულას“ მის წინააღმდეგ მორიგი ცრუ და ცილისწამების შემცველი ინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებს.
მისი თქმით, ტელეკომპანიამ მას ბრალი დასდო კრიმინალურ საქმიანობაში მონაწილეობასა და ქრთამის აღებაში. ხაინდრავას თქმით, ერთ-ერთ ცილისმწამებლურ სიუჟეტთან დაკავშირებით სარჩელი სასამართლოში უკვე შეიტანა, ხოლო ახალ ბრალდებაზე მიმართავს საქართველოს პროკურატურას, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურსა და შინაგან საქმეთა სამინისტროს.

მსგავსი