გოგა ხაინდრავას განცხადება

15:22, 29.12.2025

კინორეჟისორი გოგა ხაინდრავა ტელეკომპანია „ფორმულას“ წინააღმდეგ სამართლებრივ დავას იწყებს. მას სარჩელი შეაქვს სასამართლოში. მისი განცხადებით, „შაბათის ფორმულას“ ეთერში გავიდა მისი და მისი ოჯახის წინააღმდეგ ცილისმწამებლური რეპორტაჟი და ბრალდებები უსაფუძვლოა.

ხაინდრავას თქმით, მის ქონებასა და საქმიანობაზე მიზანმიმართული ცილისმწამებლური განცხადებები გაკეთდა და გეგმავს, უახლოეს პერიოდში პარლამენტს მიმართოს ინიციატივით, კანონმდებლობაში ჩაიწეროს ისეთი მუხლი, რომელიც მედიის მხრიდან დეზინფორმაციაზე რეაგირებას მოახდენს.

მსგავსი