„გოდერძის თასი 2025“

15:33, 29.03.2025

„გოდერძის თასი 2025“ – „მთის ტრასების სააგენტოსა“ და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით კურორტ გოდერძიზე სამოყვარულო შეჯიბრი გაიმართა. შეჯიბრში სხვადასხვა მედიის 30-მდე წარმომადგენელი ერთმანეთს სრიალში შეეჯიბრა. პირველი ადგილი მამაკაცებს შორის national geographicis-ის ფოტოგრაფმა, ნიკოლოზ მჭედლიშვილმა დაიკავა. ქალებს შორის კი გამარჯვებული „რუსთავი 2“-ის ჟურნალისტი, ნინუცა როსტიაშვილი გახდა. ორგანიზატორების განცხადებით, ღონისძიების მიზანი კურორტის პოპულარიზაცია და შიდა ტურიზმის სტიმულირებაა.

მსგავსი