დროებით საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობის საქმეზე გივი თარგამაძის სასამართლო მიმდინარეობს. მხარეები შესავალ სიტყვებს წარადგენენ. გივი თარგამაძის თქმით, კომისია არის არალეგიტიმური და, შესაბამისად, ის არ აპირებს მათ მიერ დასმულ კითხვებს პასუხი გასცეს. დროებით საგამოძიებო კომისიაზე არგამოცხადებისთვის გივი თარგამაძეს სასამართლომ 10 000-ლარიანი გირაო შეუფარდა, რაც მან გადაიხადა.