გივი თარგამაძე თბილისის პროკურატურაში იმყოფებოდა

გივი თარგამაძე თბილისის პროკურატურაში იმყოფებოდა. საქმე ორი წლის წინ მომხდარ მანქანის აფეთქებას ეხება. თარგამაძე დაინტერესებულია გამოყოფილი საქმის მიმდინარეობით, რომელიც, მისი თქმით, მის წინააღმდეგ დაგეგმილ ტერაქტში თანამონაწილე პირს ეხება.

გივი თარგამაძე აცხადებს, რომ ამ საქმიდან ერთი წელია გასული, მაგრამ, ჯერჯერობით, საგამოძიებო უწყებებს საქმის გამოძიებისთვის არაფერი გაუკეთებიათ.