გირგვლიანის საქმე - სააკაშვილის ინტერესებს დაქირავებული ადვოკატები აღარ დაიცავენ

სანდრო გირგვლიანის მკვლელობაში მსჯავრდებულების შეწყალების საქმეზე, მოსამართლე დღეს სათათბიროდ აპირებდა გასვლას, თუმცა ბრალდებული ექსპრეზიდენტის გადაწყვეტილება, შესაძლოა, განხილვის გაჭიანურების მიზეზი გახდეს.

საქმეზე საქალაქო სასამართლო უკვე ორი წელია მსჯელობს. დასკვნით ეტაპზე კი, მიხეილ სააკაშვილმა საკუთარ ადვოკატებს აცილება მისცა.

როგორც ბრალდებულის ყოფილი უფლებადამცველები განმარტავენ, ექსპრეზიდენტს აღარ უნდა, რომ ამ საქმეზე სასამართლოში მისი ინტერესები დაქირავებულმა ადვოკატებმა დაიცვან.