გირაოს გადახდის საკითხი - აზრთა სხვადასხვაობა ოპოზიციაში

 „კოალიცია ცვლილებისთვის“ დაკავებული ლიდერი და მწვავე განცხადებები ევროკავშირის ქვეყნების მხრიდან – ზურა ჯაფარიძის დაკავების შემდეგ, საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ კრიტიკა აქტიურად ისმის. შეშფოთებას იზიარებს ოპოზიცია, სადაც მსჯელობის ერთ-ერთი მთავარი თემა ახლა კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო, გირაოს გადახდის საკითხია.

„ნაციონალური მოძრაობა“ და „ლელო“ ამ თემას პერსონალური გადაწყვეტილების ჭრილში განიხილავენ და დაპირისპირების მიზეზად არ თვლიან, თუმცა, საგამოძიებო კომისიაზე დასწრების გამო ამ დრომდე აკრიტიკებენ გიორგი გახარიას.

კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო, სისხლის სამართლის საქმე დღეს რვა პოლიტიკოსის მიმართ არის აღძრული. აღკვეთი ღონისძიების სახით შეფარდებული თანხა უკვე გადაიხადეს მამუკა ხაზარაძემ, ბადრი ჯაფარიძემ, გივი თარგამაძემ და გიორგი ვაშაძემ.

ნათია ქენქაძის რეპორტაჟი.