საქართველოში გიორგი ყუფარაძის ექსტრადირება განხორციელდა

დამამძიმებელ გარემოებებში ნატო და გურამ კვეზერელების განზრახ მკვლელობისთვის საქართველოს მთავარი პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე საბერძნეთიდან საქართველოში, გიორგი ყუფარაძის ექსტრადირება განხორციელდა. ამჟამად ის საპატიმრო დაწესებულებაში იმყოფება. ყუფარაძის მიმართ ძებნის გამოცხადების თხოვნით, პროკურატურამ ინტერპოლის ეროვნულ ცენტრალურ ბიუროს, 2016 წელს მიმართა.

მალევე ის საექსტრადიციო პატიმრობაში აიყვანეს, რის საფუძველზეც, ქართულმა მხარემ  2016 წლის 14 ივნისს მისი გადმოცემა მოითხოვა. საბერძნეთში ყუფარაძე ყალბი პასპორტით ცხოვრობდა. დაკავებულს გამოძიება კვეზერელების დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობას, ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო დაუფლებასა და შეძენა-შენახვას ედავება.