გიორგი ვაშაძის სასამართლო პროცესი

12:12, 18.06.2025

დროებით საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობისთვის გიორგი ვაშაძის სასამართლო პროცესი რამდენიმე წუთის წინ დასრულდა. დაიკითხა თავად ბრალდებული. მისი თქმით, პარლამენტი და კომისია არის არალეგიტიმური და მონაწილეობას არ აპირებს და თავის საქმეს პოლიტიკურად მოტივირებული უწოდა. პროცესზე ბრალდების მხარემ დასკვნითი სიტყვა თქვა. გიორგი ვაშაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით 50 000-ლარიანი გირაო აქვს შეფარდებული, რომელიც მან გადაიხადა.

მსგავსი