გიორგი შაქარაშვილის საქმე

მცხეთის რაიონულ სასამართლოში გიორგი შაქარაშვილის განზრახ მკვლელობაში ბრალდებული პირების პროცესი გრძელდება. დღევანდელ სხდომაზე ბრალდების მხარის შვიდი მოწმე დაიკითხება. პროკურორის განმარტებით, მოწმეთა შორის იქნებიან სამართალდამცველები, რომლებმაც საგამოძიებო მოქმედებებში მიიღეს მონაწილეობა. ასევე, დაიკითხება ერთ-ერთი ობიექტის უფროსი, რომლისგანაც გარკვეული ვიდეოჩანაწერებია გამოთხოვილი.

დაცვის მხარის განცხადებით, ბრალდების მოწმეები საქმისთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას არ ფლობენ. გასულ სხდომაზე დაცვის მხარემ ბრალდებას ყველა მტკიცებულებების უდავოდ ცნობა შესთავაზა, რაზეც პროკურატურამ უარი განაცხადა.