გიორგი შაქარაშვილის საქმე

გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებულებს ადვოკატები ხვდებიან. ისინი მათი დაცვის ქვეშ მყოფებს საქმის მასალებს აცნობენ. უფლებადამცველებს დოკუმენტაცია უკვე გადაეცათ. ადვოკატების ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან მიღებულ მასალებში არ დევს გენეტიკური და ბიოლოგიური ექსპერტიზის დასკვნები, რომელიც გიორგი შაქარაშვილის ჩანთასა და ტანსაცმელზე ჩატარდა. მათი ცნობით, საქმის ახალ ტომებში არ იძებნება მთავარი მოწმის, გიორგი შაქარაშვილის მეგობრის, გურამ ამირხანაშვილის ჩვენება.