გიორგი შაქარაშვილის საქმე

გიორგი შაქარაშვილის ოჯახი, საქმეზე დაკავებული პირების ნაწილისთვის, განზრახ მკვლელობის მუხლით, ბრალის დამძიმებას ითხოვს. საუბარია იმ ექვს ახალგაზრდაზე, რომლებიც არაგვის ხიდზე „ტოიოტა ქამრით“ მივიდნენ. პროკურატურას საგამოძიებო ვადის ამოწურვამდე დაახლოებით ორი კვირა აქვს და, სავარაუდოდ, ამ ვადაში უნდა დაზუსტდეს ბრალი, საქმის ფიგურანტების ნაწილისთვის.

საქმის კვალიფიკაცია, ექსპერტიზის დასკვნის გამოქვეყნების შემდეგ, შეიცვალა და ჯგუფურად განზრახ მკვლელობის მუხლი დაემატა. „ტოიოტაში“ მსხდომების ადვოკატებს მიაჩნიათ, რომ არ არსებობს გარემოება, რის საფუძველზეც დაკავებულებს ბრალი უნდა დაუმძიმდეთ.

ხათუნა გაგნიძე მუშაობს თემაზე და საუბარს „მოამბის“ პირდაპირ ეთერში ახლა ის განაგრძობს.