გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმე

გიორგი შაქარაშვილის მკვლელობაში ბრალდებულების ადვოკატები საქმის მასალების ასაღებად შსს-ში იმყოფებიან. „ტოიოტა ქამრის“ ხუთ მგზავრს გამოძიება გიორგი შაქარაშვილის ჯგუფურად განზრახ მკვლელობას ედავება, თუმცა, ისინი ამ ბრალდებას არ აღიარებენ. არასრულწლოვანი ბრალდებულის, ზ.ხ.-ს ადვოკატის განცხადებით, საქმეში 26 ტომია, თუმცა, მათთვის უცნობია, არის თუ არა იქ ახალი მოწმეების ჩვენებები.

ასევე, ადვოკატის თქმით, აბსურდია გამოძიების ვერსია, რომ შაქარაშვილს შურისძიების მოტივით დაედევნენ, რადგან ჩხუბში მონაწილეობა არ მიუღია. რაც შეეხება ბრალდებულ ვახტანგ ჩიქოვანის ადვოკატის პოზიციას, ის ამბობს, რომ ჩიქოვანი ფიზიკურად ვერ დაედევნებოდა გიორგი შაქარაშვილს. საკუთარი დაცვის ქვეშ მყოფის ბრალეულობას გამორიცხავს ნიკოლოზ რევაზიშვილის ადვოკატიც. შოთა კახიძე ამბობს, რომ რევაზიშვილის წინააღმდეგ ვერ იარსებებს მტკიცებულება, რადგან რევაზიშვილი იმყოფებოდა ფერად შენობასთან და არავის ჩაყოლია ხევში.

დატოვე კომენტარი